უნგრელი ქირურგი ქუთაისში უნიკალურ კარდიო ოპერაციებს ნერგავს

2018 წლის 3 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით, ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ევროპაში ერთ-ერთმი წამყვანი კარდიოლოგი და შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, უნგრელი ექიმი ჩაბა ფოლდეში ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელ, კარდიოლოგ-არითმოლოგ გიორგი ჩხოლარიასთან ერთად  წინაგულების ფიბრილაციის საკმურნალოდ  თანამედროვე კრიოაბლაციის პროცედურას გაყინვის მეთოდებით პირველად ჩაატარებს. სამი დღის განმავლობაში ექიმები რვა  კრიოაბლაციის ოპერაციის ჩატარებას გეგმავენ, რის შემდეგაც უკვე ქართველი სპეციალისტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადების მკურნალობას დამოუკიდებლად დაიწყებს.

 5 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბესთ ვესტერნ ქუთაისში“ (ქუთაისი, იოსებ გრიშაშვილის N 11) ექიმები ჩაბა ფოლდეში და გიორგი ჩხოლარია  პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც კლინიკაში დანერგილ უახლეს მეთოდებს გააცნობენ საზოგადოებას და მოწვეულ ექიმებს. უნგრელი სპეციალისტი დეტალურად გააცნობს მოწვეულ ექიმებს მაღალტექნოლოგიურ ოპერაციების ეფექტურობასა და მნიშვნელობას, რომელიც უკვე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. ადგილობრივ მედიას საშუალება ექნება უნგრელი და ქართველი სპეციალისტისგან მიიღოს ინფორმაცია კრიოაბლაციის უნიკალური მკურნალობის შესახებ.

კრიო აბლაციის პროცედურის უდიდეს ნაწილს სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და ის მედიკამენტებით მკურნალობასთან შედარებით ბევრად უფრო ხარჯთეფექტური ეფექტური, უსაფრთხო და ეკონომიურია. ის მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაახლოებით 370 000 პაციენტს, ხოლო საქართველოში (თბილისში) კი ოპერაცია წელიწადზე ნაკლებ დროში 100-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ამიერიდან კი, ინოვაციური ქირურგიული მომსახურების დანერგვით  შესაძლებელი იქნება დასავლეთ საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის მაღალტექნოლოგიური სერვისის მიწოდებაც.

პროცედურის შესახებ: კრიო აბლაცია მინი ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან ლავიწქვეშა მიდამოში კეთდება და შესაბამის ვენაში რამდენიმე კათეტერი დგება. აღნიშნული კათეტერების მეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებში თავსდება, მათი მეშვეობით, სათანადო ელექტრული იმპულსების გამოყენებით კი ხდება არითმიის ხელოვნური გამოწვევა და ინფორმაციის ჩაწერა. ზუსტი დიაგნოზისა და არითმიის მექანიზმის დადგენის შემდეგ უკვე იწყება კათეტერული აბლაცია.

კრიოაბლაციის დროს, სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გზის) დაზიანება (მოყინვა). კრიოაბლაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია.