ზვიად მათოშვილი

  • 1999-2005წ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე;
  • 2006-2009წ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეზიდენტურაში კარდიოლოგიის მიმართულებით;
  • 2012-2015 წ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. მისი დამთავრების და დისერტაციის დაცვის შემდეგ მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი;
  • 2015 წელს იტალიის ქალაქ მილანში მას მიენიჭა ევროპის გულის რიტმის ასოციაციის გრანტი;
  • 2015-2016 წ სწავლობდა და მუშაობდა სტოკჰოლმში, სკანდინავიის უდიდეს საუნივრისტეტო კლინიკაში – კაროლინსკაში;
  • 2016წ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მან წარმატებით ჩააბარა ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ ორგანიზებული 2 გამოცდა და ამ დროისთვის ზვიად მათოშვილი ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სრულად სერტიფიცირებული ერთადერთი ქართველი ექიმია;
  • 2009 წლიდან დღემდე ზვიად მათოშვილი ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს) არითმიების განყოფილების ხელმძღვანელია;
  • 2016 წელს მან დაარსა არითმიების მართვის ცენტრი „რიტმარტი“ რომელიც თბილისის მასშტაბით 5 სხვადასხვა კლინიკას აწვდის სრულყოფილ არითმოლოგიურ სერვისს;
  • ზვიად მათოშვილს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები სხვადასხვა ჟურნალში. მათ შორის უკანასკნელი სტატია გამოქვეყნდა ევროპის საუკეთესო ჟურნალში EUROPACE-ში;
  • 2016წ დეკემბერში ზვიად მათოშვილმა ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარა მოციმციმე არითმიის კრიოაბლაცია. ამ დრომდე მხოლოდ რიტმარტში ხორციელდება.

       საკონტაქტო ინფორმაცია: zviadcardio@yahoo.com


   
   
   

       გიორგი პაპიაშვილი

  • 1991 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც 1998 წელს დაამთავრა წარჩინების დიპლომით.
  • 2000 წელს გახდა კარდიოლოგიის პირველი რეზიდენტი და 2003 წელს მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში "კარდიოლოგია".
  • 2005-2006 წლებში გაიარა ფელოუშიპი გულის კლინიკურ ელექტროფიზიოლოგიაში ბარსელონის უნივერსიტეტის კლინიკურ ჰოსპიტალში პროფესორ ჯოზეფ ბრუგადას ხელმძღვანელობით.
  • 2009-2010 წლებში გაიარა EHRA advanced ფელოუშიპი გულის ელექტროფიზიოლოგიასა და აბლაციებში ბელგიის ქალაქ ბრიუგეს AZ Sint Jan ჰოსპიტალში პროფესორ მატიას დუიცჰავერის ხელმძღვანელობით.
  • 2006 წელს დაიწყო მუშაობა ჯო ენის სამედიცინო ცენტრში, სადაც ჩამოაყალიბა არითმოლოგიური სამსახური, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. 
  • 2007 წელს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ასევე ჩამოაყალიბა არითმოლოგიური სამსახური, რომლის ხელმძღვანელადაც მუშაობდა 2010 წლამდე.
  •  2017 წელს ჯო ენის სამედიცინო ცენტრის პარალელურად მუშაობა დაიწყო კლინიკა "ჰელსიკორში", სადაც ასევე ხელმძღვანელობს არითმოლოგიურ დეპარტამენტს.
  • 2007 წელს პირველმა პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩაააბარა ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) სასერტიფიკაციო გამოცდა გულის ელექტროფიზიოლოგიასა და აბლაციებში (თეორიული ნაწილი) და 2009 წელს მიიღო სრული ევროპული სერტიფიცირება ამ დარგში.
  • 2011 წელს მის ქართველ კოლეგებთან ერთად დააფუძნა საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია (GeHRA) და არჩეულ იქნა მის პირველ პრეზიდენტად.
  • არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის ისეთ ავტორიტეტულ ჟურნალებში, როგორებიცაა EP Europace, Heart Rhythm, Journal of Cardiovascular Electrophysiology, Pacing and Clinical Electrophysiology.
  • არის ევროპის გულის რიტმის ასოციაციის, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების, ევროპის გულის უკმარისობის საზოგადოების და ევროპის ინსულტის საბჭოს წევრი.
  • 2018 წელს აირჩიეს ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) აღმასრულებელი ორგანოს ნაციონალური ასოციაციების კომიტეტის წევრად.
  • ჩატარებული აქვს 2500-ზე მეტი აბლაციის, ელექტროფიზიოლოგიური კვლევისა და იმპლანტაციის პროცედურა. მის მიერ საქართველოში პირველად ჩატარდა გულის ეპიკარდიული კარტირება, წინაგულთა ფიბრილაციის ("მოციმციმე არითმიის") აბლაცია ფაზური რადიოსიხშირით, კათეტერული აბლაცია სრულიად რენტგენო-დასხივების გარეშე, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის სრულად ექსტრაკარდიული იმპლანტაცია, პირველი ჰისის კონის კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია, ტრანსატრიალური ენდოკარდიული პეისმეიკერის იმპლანტაცია.
  • არის გულის ელექტროფიზიოლოგიასა და არითმიების მართვაში სუბსპეციალიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი.
  • ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.

      საკონტაქტო ინფორმაცია: giorgi.papiashvili@gmail.com 

 



           გიორგი ჩხოლარია

  • 2014 - თსსუ პედაგოგის სერთიფიკატი „ზრდასრულთა ეფექტური სწავლება - თანამედროვე მიდგომები“.
  • 2012 - დოქტურანტურა - დ. ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი.
  • 2012 - სახელმწიფო სერთიფიკატი სუბსპეციალობა „გულის ელექტროფიზიოლოგია და არითმიების მართვა“.
  • 2012 - სახელმწიფო სერთიფიკატი სუბსპეციალობა ინტერვენციული კარდიოლოგია“.
  • 2012 - სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობა კარდიოლოგია“.
  • 2008-2011 - ასპირანტურა. რუსეთის ფედერაციის მედიცინის აკადემიის ა.ნ. ბაკულების სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამედიცინო ცენტრი. არითმიების ქირურგიული მკურნალობის განყოფილება. მოსკოვი.
  • 2008 - სერთიფიკატი „კარდიოლოგია“ - ამავე ცენტრში კლინიკური ორდინატურისა და საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
  • 2006-2008 - ამავე ცენტრში კლინიკური ორდინატურა.
  • 2005 - სერთიფიკატი სპეციალობის -  „სამკურნალო საქმე“. თსსუ დამთავრების შემდეგ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე
  • 1998 - თბილისის # 12 საშუალო სკოლა

სამუშაო გამოცდილება   

  • 2016 - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - კარდიოლოგიის მოდულის ლექტორი
  • 2014 - დღემდე - ქუთაისის ცენტრალური სავადმოფო - კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ექიმი კარდიოლოგი, არითმოლოგი.
  • 2014 - წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ცენტრში „კარდიოლოგიური“ პროგრამაში მოდულის ხელმძღვანელი.
  • 2014 - მრავალპროფილიანი საავადმყოფო „ვივამედი“ - ექიმი არითმოლოგი
  • 2013 - წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო - ექიმი კარდიოლოგი, არითმოლოგი.
  • 2010-2017 წწ - ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი - ექიმი არითმოლოგი
  • 2006-2010 რუსეთის ფედერაციის მედიცინის აკადემიის ა.ნ. ბაკულების სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამედიცინო ცენტრი. არითმიების ქირურგიული მკურნალობის განყოფილება - ექიმი კარდიოლოგი, არითმოლოგი.


(EHRA) ევროპის გულის რითმის ასოციაციის წევრი 2010-2018
ევროპის გულის რითმის ასოციაციის წევრი ახალგაზრდა ელექტროფიზიოლოგთა ელჩი საქართველოში (2015-2018)
Silk Road Heart Rhythm Society კოორდინატორი საქართველოში 2017-2018
საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის წევრი 2011-2018

საკონტაქტო ინფორმაცია: giorgichkholaria@yahoo.com